Belive

ბარსელონა და ატლეტიკო ჟოაო ფელიქსის იჯარაზე შეთანხმდნენ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასა'' და ,,ატლეტიკოს'' შორის ჟოაო ფელიქსის იჯარით ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულება მალე გაფორმდება და პორტუგალიელი მიმდინარე სეზონს კატალონიურ გუნდში გაატარებს. კონტრაქტი ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტს არ ითვალისწინებს.

ფელიქსმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თამაში სწორედ ,,ბარსელონაში'' სურდა.

23 წლის შემტევმა გასულ სეზონის მეორე ნახევარი ,,ჩელსიში'' გაატარა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები