Belive

გავი ოპერაციას დღეს გაიკეთებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი, ოპერაციას დღეს გაიკეთებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს მატჩის 26-ე წუთზე, გავიმ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ერთი შეხედვითვე ცხადი იყო, რომ გავიმ მძიმე ტრავმა მიიღო - მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა კი გამოაჩინა, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გაწყვეტილ ჯვარედინ მყესებთან ერთად, მენისკის პრობლემაც ჰქონდა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გავის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ გავი სეზონის დარჩენილ ნაწილს და ევრო 2024-ს გამოტოვებს. "ბლაუგრანას" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას მომავალი სეზონის პირველ ნაწილში შეძლებს.

სხვა სტატიები