Belive

ბარსელონა და ატლეტიკო ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' ნახევარმცველი, იანიკ კარასკო თანახმაა, მონაწილეობა გაცვლაში მიიღოს და კატალონიის ,,ბარსელონაში'' გადავიდეს. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

,,როხიბლანკო'' ბელგიელის ნაცვლად მემფის დეპაის მიიღებს, რომელიც გუნდიდან ჟოაო ფელიქსის წასვლის შემდეგ, მადრიდელთა სამიზნეა.

,,ატლეტიკოს'' ხელმძღვანელებს კარასკოს გაშვება არ სურთ, რადგან მას გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად მიიჩნევენ. კლუბები აქამდე დეპაისა და ტომა ლემარის გაცვლასაც განიხილავდნენ.

მიმდინარე სეზონში კარასკოს ანგარიშზე ,,ატლეტიკოს'' მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება დეპაის, ნიდერლანდელმა კატალონიური გუნდის მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები