Belive

"ბაიერნში გადასვლაზე უარი ვთქვი" - ანტონი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელი ფეხბურთელის ანტონის ტრანსფერი რეალ ბეტისში გუშინ გაოფიციალურდა, ესპანურმა კლუბმა 1-წლიანი იჯარის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედისგან ფეხბურთელი 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.

ამის შემდეგ 25 წლის შემტევმა მედიასთან ისაუბრა და აღიარა, რომ ბაიერნში გადასვლაზე უარი თქვა:

სანამ ბეტისთან ყველა დეტალს შევათანხმებდი, იქამდე 1 დღით ადრე მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლებს ვესაუბრე და უარი ვუთხარი. არ ვიცი ზუსტად რა თანხის შემოთავაზებას აპირებდნენ, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ბეტისისთვის უკვე სიტყვა მქონდა მიცემული და ყველაფერი 95%-ით დასრულებული იყო. ამის შემდეგ მინდოდა, რომ იმ პატივისცემის და სიყვარულის გამო რაც აქ მივიღე ჩემი სიტყვა აუცილებლად შემესრულებინა, ბეტისში ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბაიერნს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების მიღების გამო კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. - ანტონი

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენურმა კლუბმა ანტონის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს 30 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელს კი წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობდა.

სხვა სტატიები