Belive

ბაიერნს კარლი დაემტვრა - 18 წლის ფეხბურთელი 4 კვირას იუქმებს

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის 18 წლის შემტევი - ლენარტ კარლი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ბაიერნიც ადასტურებს და წერს, რომ ფეხბურთელმა კუნთოვანი ბოჭკოების დაზიანება მიიღო, რის გამოც 3-4 კვირას იუქმებს.

უკვე დადასტურებულია, რომ კარლი მადრიდის რეალთან გასამართ საპასუხო დაპირისპირებას, გერმანიის თასის 1/2-ფინალურ დაპირისპირებასა და იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი ჩ.ლიგის 1/2-ფინალში გავა, პოტენციურად პირველ მატჩსაც გამოტოვებს.

ახლა ტრავმა კიდევ უფრო მძიმეა - განსაკუთრებით სეზონის გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით, სადაც ბაიერნი ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის.

კარლისთვის ეს ტრავმა მძიმე დარტყმაა იმ დროს, როდესაც მან ახლახან დაიწყო ყურადღების ცენტრში დაბრუნება. ფრაიბურგის წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბაიერნის გუნდში ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ მოედანზე მეტ წუთს მიიღებდა.

18 წლის გერმანელი ვუნდერკინდი ბაიერნში 2024/2025 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 36 მატჩი გამართა, სადაც 9 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები