Belive

ბაიერნმა დაადასტურა, რომ მანე მოლაპარაკებებს სხვა გუნდთან მართავს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სადიო მანე ,,ბაიერნს'' დატოვებს. სენეგალელი დღეს ,,კავასაკი ფრონტალესთან'' ამხანაგური მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, მიუნხენურმა გუნდმა კი დაადასტურა, რომ ფეხბურთელი მოლაპარაკებებს სხვა კლუბთან მართავს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანე კარიერას ,,ალ ნასრში'' გააგრძელებს. გუნდებს შორის მოლაპარაკება დასრულებულია, ახლა კი თავდამსხმელი ახალ კლუბთან კონტრაქტის პირობებს ათანხმებს.

მანემ გასულ სეზონში ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ალ ნასრმა'' იანვარში კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა, ზაფხულში კი გუნდს ალექს ტელეში, მარსელო ბროზოვიჩი და სეკო ფოფანა შეუერთდნენ.

 

სხვა სტატიები