Belive

ბაიერნის პრეზიდენტი: ,,ლიგაზე ჩვენი კონკურენტები რეალი, სიტი, ლივერპული და პსჟ არიან''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, განაცხადა, რომ ,,რეკორდმაისტერში'' წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი აქვთ:

,,რეალი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ჩემი აზრით, კონკურენტებს შორის, ასევე, ,,მანჩესტერ სიტი'', ,,ლივერპული'' და ,,პსჟ'' არიან. თუმცა, ჩვენ ,,ბაიერნში'' ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია გვაქვს.

არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ტიტულის მოპოვებას ცოტა იღბალიც სჭირდება. 2012 წელს, როცა ,,ჩელსისთან'' მატჩში ვდომინირებდით, არ გაგვიმართლა. 2013 წელს კი შეიძლებოდა, ,,დორტმუნდთან'' წაგვეგო,'' - თქვა ჰაინერმა.

მიუნხენის ,,ბაიერნი'' ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, C ჯგუფში, ,,ბარსელონასთან'', ,,ინტერთან'' და ,,პლზენთან'' ერთად იასპარეზებს.

,,რეკორდმაისტერმა'' ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება ბოლოს 2019-2020 წლების სეზონში შეძლო.

სხვა სტატიები