Belive

ბაიერნი და რეალი მცველების გაცვლას აპირებენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" და მადრიდის "რეალმა" შესაძლოა მცველები გაცვალონ. დავიდ ალაბას, რომელსაც "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება და მის მიერ კლუბის დატოვების სურვილი გაცხადებულია, როგორც "სამეფო კლუბს", ისე "ბარსელონას" და სხვა ევროპულ კლუბებს აქტიურად უკავშირებენ. ავსტრიელი მარცხენა მცველი შესაძლოა "ბლანკოსებს" შეუერთდეს, მის ნაცვლად კი გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ედერ მილიტაო მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბრაზილიელს ესპანეთში დარჩენა სურს. უფრო მეტიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საბიუჯეტო პრობლემების გამო სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება გართულებულია. ამრიგად, გუნდებს შორის შესაძლოა, საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდეს. სამხრეთამერიკელი მადრიდის "რეალს" 2019 წელს შეუერთდა, სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ევრო იყო. ამჟამინდელი კონტრაქტი "თეთრებთან" 2024/2025 სეზონის ბოლომდე მოქმედებს. მან ამ სეზონში მხოლოდ სამ შეხვედრაში ითამაშა, "რეალთან" ერთად კი ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგება მოახერხა. ალაბა, თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბავარიელთა ღირსებას იცავდა. ცოტა ხნის წინ, "ლივერპულმა" ავსტრიელს შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევროა. 407 ჩატარებულ შეხვედრაში ალაბამ გერმანულ გრანდში 32 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი "ბაიერნის" შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 9-ჯერ ბუნდესლიგის და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის.

სხვა სტატიები