Belive

აზერბაიჯანის ნაკრებს ფერნანდუ სანტუში ჩაიბარებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მთავარი მწვრთნელის საკითხის გასაგრძელებად, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ (AFFA) მორიგი შეხვედრა გამართა. მსჯელობისთვის პირველი სხდომა 3 ივნისს შედგა, ახლა კი აზერბაიჯანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, პორტუგალიელი სპეციალისტის, ფერნანდუ სანტუშის კანდიდატურა დაადასტურეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელმაც უნდა აჩვენოს ძლიერი, კონკურენტუნარიანი და წარმატებული თამაში, ასევე აზერბაიჯანში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების აუცილებლობა.

ამ მხრივ, მხედველობაში მიიღეს ფერნანდუ სანტუშის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტის მდიდარი გამოცდილება და მისი პროფესიული მიღწევები, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის მოგება პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, რამაც განაპირობა მისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება.

იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი არ იქნება მოკლევადიანი, პორტუგალიელი სპეციალისტის წინაშე დასახულია კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და ევრო 2028-ის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული გამოსვლა.

წყარო: AFFA-ს ოფიციალური განცხადება

სხვა სტატიები