Belive

აზარი: ,,მესი თუ რონალდუ? ჩემთვის საუკეთესო სულ სხვაა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჩელსისა'' და ,,რეალის'' ყოფილ შემტევს, ედენ აზარს, ჯონ ობი მიკელის პოდკასტში რონალდუსა და მესის შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს, რაზეც ბელგიელმა უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია:

,,მესი თუ რონალდუ? როცა ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ჩემთვის მესი ერთადერთია! თუმცა, ხალხს ამაზე განსხვავებული აზრი აქვს. რონალდუ საუკეთესოა გოლების გატანასა და ტიტულების მოგებაში... შეხედეთ მას, 39 წლისაა და გოლების გატანას 50 წლის ასაკშიც გააგრძელებს...

ჩემს სტილთან ახლოს უფრო მესია, თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია, შემდეგ ობი მიკელი (იცინის) და მესი!'' - ედენ აზარი

კარიერის დასრულებამდე ედენ აზარის ბოლო გუნდი ,,რეალი'' იყო, სადაც 2019-2023 წლებში თამაშობდა.

ბელგიელმა მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 76 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ლა ლიგის (2-ჯერ), კოპა დელ რეის, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასისა და ევროპის სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები