აშრაფ ჰაკიმისთვის 15-წლიან სასჯელს ითხოვენ
საფრანგეთში აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვენ, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პსჟ-ს ვარკვლავს ბრალი ოფიციალურად 2023 წელს წაუყენეს - 24 წლის გოგონას გაუპატიურებაში. ამის შემდეგ, იგი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ფეხბურთელის სახლში მის მიერ გამოძახებული ტაქსით მივიდა. იქ „სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა“ და სტუმრის პროტესტის მიუხედავად, ჰაკიმიმ ძალა გამოიყენა.
Le Parisien-ის ცნობით, დღეს ნანტერის პროკურატურამ სასამართლოს ჰაკიმის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდების წაყენების მოთხოვნით მიმართა. თავად მაროკოელი ფეხბურთელი ყოველთვის აპროტესტებდა ბრალდებებს. გამომძიებელმა მოსამართლემ ახლა უნდა დაამტკიცოს ან უარყოს 1-ელ აგვისტოს ხელმოწერილი საბოლოო ბრალდება. მოთამაშის ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
🚨🇫🇷🇲🇦 ALERTE INFO | Le parquet de Nanterre RÉCLAME la mise en accusation d’Achrak Hakimi pour viol devant la cour criminelle, après les accusations d’une femme pour des faits en 2023. Le joueur dément les accusations, et le juge d’instruction doit désormais confirmer ou non le… pic.twitter.com/ul8t7FkDuk
— Cerfia (@CerfiaFR) August 1, 2025