,,ასაკის გათვალისწინებით, ჯილდოს ის იმსახურებს'' - კაპელო ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტზე
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელი სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთს კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, ლამინე იამალი იმსახურებს:
მისი ასაკისა და ამ სეზონში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს ლამინე იამალი იმსახურებს.
2024-2025 წლების სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
იმ შემთხვევაში თუ იამალი ოქროს ბურთს მოიპოვებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ეს ჯილდო მოუგია (ამ მომენტისთვის რეკორდი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის - 21 წელი და 96 დღე).