არსენალმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ლონდონელებმა რეკორდი დაამყარეს
ლონდონის არსენალი 2025/26 წლების სეზონს შესანიშნავად იწყებს. მიკელ არტეტას მიერ გაწვრთნილი გუნდი ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ 10 შეხვედრის მოგებას ახერხებს. ლონდონელებმა გუშინ პრაღის სლავია 3:0 დაამარცხეს, ეს კი ზედიზედ მე-8 მშრალად შენახული მატჩი იყო, რომელიც რეკორდია, მათ ასეთი შედეგი ბოლოს 122 წლის წინ, 1903 წელს ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ არსენალი პრემიერ ლიგას 25 ქულით (8 მოგება, 1 ფრე 1 მარცხი - 18 გატანილი, 3 გაშვებული გოლი) ერთპიროვნულად ლიდერობს, ლონდონური კლუბი მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე არსენალი უდანაკარგოდაა 4-დან 4 მოგებით და 11:0 გოლების თანაფარდობით.
Arsenal have won eight games in a row across all competitions without conceding for the first time in their history 🤯 pic.twitter.com/nrWCnBuq16
— Football on TNT Sports (@footballontnt) November 4, 2025