Belive

არსენალის ლაზარეთი გაიზარდა - გაბრიელი სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების მოახლოვდა და "არსენალს" კვლავ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ამჯერად ცენტრალური მცველი - გაბრიელი გამოაკლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მიკელ არტეტამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მცველი, სეზონის დარჩენილ პერიოდს სრულად გამოტოვებს. მეტიც, 27 წლის მცველს ოპერაციას სჭირდება.

გაბრიელმა ტრავმა პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ფულჰემის" წინააღმდეგ, მატჩის მე-15 წუთზე მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ტრავმა სერიოზულია და ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელი - სალიბას ცენტრალური დაცვის ხაზი, პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით დუეტად არის აღიარებული და უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, ბრაზილიელი მცველის გამოკლება "მეთოფეთათვის" უდიდესი დარტყმაა.

გაბრიელი "არსენალის" რიგით მეშვიდე ფეხბურთელია, რომელიც ტრავმირებულია - კალაფიორი, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი, ტაკეჰირო ტომიასუ, ბენ უაითი, იურიან ტიმბერი და ახლა უკვე გაბრიელ მაგალაესი.

"არსენალი" შემდეგ მატჩს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს, 8 აპრილს კი შინ "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეეჯიბრება.

სხვა სტატიები