Belive

სანდერლენდის დასაფასებელი საქციელი | უფასო ბილეთები 85+ ასაკის გულშემატკივრებისთვის

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგაში ახლადაღზევებულმა სანდერლენდმა, სეზონის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ძალიან კარგი და დასაფასებელი ჟესტით გამოიჩინა თავი.

კერძოდ, კლუბის მესვეურებმა განაცხადეს, 85 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ გულშემატკივარი, რომელსაც აქამდე ნებისმიერ დროს მინიმუმ 3-ჯერ მაინც ჰქონდა სეზონური აბონემენტი ნაყიდი, პრემიერ ლიგის ახალი სეზონიდან მათთვის 1-წლიანი აბონემენტი უფასო იქნება, ხოლო მათ ვინც უკვე გადაიხადეს აბონემენტის ფული, მათ სრული თანხა უკან დაუბრუნდებათ.

შეგახსენებთ, რომ სანდერლენდმა პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა და როგორც ჩანს, ისინი გაძლიერებას განაგრძობენ.


რეინალდო მანდავა, ჰაბიბ დიარა, ენცო ლე ფე, სიმონ ადინგრა, ჩემსდინ თალბი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლითაც სანდერლენდი პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერდა, ამ ჩამონათვალს კი მოგვიანებით გრანიტ ჯაკა და მარკ გიუი დაემატნენ.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი სტარტს 15 აგვისტოს აიღებს, სანდერლენდი კი პირველ მატჩს შინ, ვესტ ჰემის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები