Belive

არსენალი Vs პსჟ - გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' ესტუმრება.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

პარიზულ გუნდს დანაკლისი არ აქვს, ,,არსენალს'' კი ტრავმის გამო გაბრიელი, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი და ტაკეჰირო ტომიასუ ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი ტომას პარტეი ვერ ითამაშებს. საეჭვოა, რიკარდო კალაფიორის, ჟორჟინიოსა და ბენ უაითის თამაშიც.

,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, დუე, დემბელე, კვარაცხელია.

,,არსენალის'' სავარაუდო შემადგენლობა:

რაია - ტიმბერი, სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი, რაისი, ოდეგორი, მერინო, საკა, ტროსარი, მარტინელი.

,,არსენალისა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები