Belive

არსენალი პრემიერ ლიგაში მე-2 გუნდია, რომელმაც 700 მოგება დააფიქსირა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში არსენალმა კრისტალ პალასი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ლონდონელების ეს გამარჯვება ისტორიულია, რადგან არსენალმა პრემიერ ლიგაში მე-700 მატჩი მოიგო, მათ 760 მოგებით მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედი უსწრებთ.

ყველაზე მეტი მოგება ამ 6 გუნდს უფიქსირდება, სრულად:

  1. მანჩესტერ იუნაიტედი - 760 მოგება

  2. არსენალი - 700 მოგება

  3. ლივერპული - 682 მოგება

  4. ჩელსი - 671 მოგება

  5. ტოტენჰემი - 555 მოგება

  6. მანჩესტერ სიტი - 555 მოგება

არსენალი 22 ქულით (7 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი) პრემიერ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე ბორნმუთია 18 ქულით. მეთოფეები მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები