Belive

არგენტინამ ბრაზილია მარაკანაზე დაამარცხა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ ამერიკაში ბრაზილიასა და არგენტინას შორის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 მატჩი გაიმართა. შეხვედრას ბრაზილიამ მარაკანაზე უმასპინძლა და საკუთარ არენაზე მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მატჩში ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსოს კუთხურიდან ჩაწოდებულს მოჰყვა, რომელიც ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლიდა, 9 წუთის შემოსულმა ჟოელინტონმა 81 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონმა 15 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერია, ბრაზილია კი მე-6 ადგილზეა 7 ქულით. შემდეგ მატჩში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდება, ხოლო ბრაზილია ეკვადორს.

სხვა სტატიები