Belive

"აქტიურად საქმეში არ გვიხილავს, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა" - როგორ ეხმაურება ესპანური პრესა მამარდაშვილის თამაშს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილისთვის კარგად დაიწყო. 21 წლის ქართველი გოლკიპერის “ვალენსიამ” საშინაო კედლებში, “მესტალიაზე” “ჟირონას” – 1:0 სძლია და პირველი 3 ქულა ჩაიწერა. გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მისმა გუნდმა 52-ე წუთის შემდეგ, ცენტრალური მცველის გაძევების შედეგად კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარის თამაში ესპანურმა პრესამაც შეაფასა. ერთ-ერთმა წამყვანმა ესპანურმა გამოცემა as.com-მა 21 წლის ქართველ გოლკიპერს 7 ქულით შეფასება დაუწერა, რაც თავის გუნდში მეოთხე შედეგი იყო.
"მთელი მატჩის განმავლობაში მას ბურთის მოგერიება ერთხელ მოუწია. აკრობატული ნახტომები და საქმეში აქტიურად ჩართვა არ დასჭირვებია. ეს დაცვის კარგი თამაშის დამსახურება იყო, რომელიც ხელს უშლიდა "ჟირონას" თავდამსხმელების მძლავრ დარტყმულს მამარდაშვილისთვის საფრთხის შექმნაში. დანარჩენ ეპიზოდებში იგი დამაჯერებელი იყო და ბურთს ფეხით კარგად აკონტროლებდა. მამარდაშვილი არც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოკლე გადაცემების გაკეთებას ერიდებოდა", - წერს as.com
შემდეგ შეხვედრას "ღამურები" 21 აგვისტოს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები