Belive

ანსუ ფატი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანსუ ფატი მონაკოში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონადან იჯარით მონაკოში თამაშობს შესანიშნავ ფორმაშია. 22 წლის შემტევმა სექტემბერში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა (3 ლიგა 1-ში, ხოლო 1 ჩემპიონთა ლიგაზე).

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი ბარსელონადან მონაკოში 1-წლიანი იჯარით გადავიდა, ფრანგულ გუნდს მისი გამოსყიდვის უფლებაც აქვს, რომელიც 11 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები