Belive

ანსუ ფატი და პოლ პოგბა მონაკოში ჩაფრინდნენ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანსუ ფატი და პოლ პოგბა მონაკოში ჩაფრინდნენ. ფეხბურთელები საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდთან საბოლოო დეტალებს აგვარებენ. Le Parisien-ის ცნობით, პოგბა მონაკოში დღეს ჩაფრინდა, ძალიან მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Foot Mercato-ს ინფორმაციით ანსუ ფატიც ჩაფრინდა მონაკოში, ის ფრანგულ კლუბში იჯარით იასპარეზებს. მისი სამედიცინო შემოწმება ხვალ, პარასკევს არის დაგეგმილი.

წყაროების ცნობით ორივე ტრანსფერი დახურვასთან ძალიან ახლოსაა და უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები