Belive

ანრი: ,,როგორ შეიძლება, სტუმრად 3 გოლი გაიტანო და უპირატესობა არ გქონდეს?''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასა'' და ,,ინტერის'' შეხვედრის შემდეგ, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, სტუმრად გატანილი გოლების საკითხს შეეხო:

,,ვიცი, რომ ეს წესი დიდი ხანია შეიცვალა და უნდა შევეგუოთ, მაგრამ გეკითხებით - როგორ შეიძლება, სტუმრად 3 გოლი გაიტანო და უპირატესობა არ გქონდეს?

ჩემთვის მეტოქის მოედანზე გატანილი გოლები ძალიან ბევრს ნიშნავდა. სტუმრად 3 გოლი გაიტანე და არანაირი უპირატესობა არ გაქვს, ყველაფერი 0:0-დან იწყება... თუმცა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, ინტერი ასე კარგად ითამაშებდა და ამიტომ ეს გუნდი შექებას იმსახურებს.'' - ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები