ანრი ოქროს ბურთის ცერემონიაზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
ტიერი ანრი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე, საკუთარი ქცევის გამო, გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ყოფილი ფეხბურთელი ლამინ იამალს, ჰარი კეინსა და თანაწამყვან ქეით სკოტთან დაკავშირებული კომენტარების გამო გააკრიტიკეს.
ანრი იამალს, რომელმაც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო, ოქროს ბურთთან დაკავშირებით გაეხუმრა. სკოტს კი, ბრაზილიელი ლეგენდის, სოკრატესის, სახელის წარმოთქმა შეუსწორა. მან ისიც აღნიშნა, რომ სურდა, კილიან მბაპეს ჰარი კეინისთვის ეჯობნა.
49 წლის ფრანგმა კრიტიკას უპასუხა და განმარტა, რომ იამალის შეურაცხყოფას არ ცდილობდა. მან კეინს ღირსეული გამარჯვებული უწოდა და აღნიშნა, რომ თანამემამულე მბაპეს მხარდაჭერა, მისი მხრიდან, ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო.
იამალის დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი ეგოს შელახვას არ ვცდილობდი. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლის თამაშის სანახავადაც, ფულს სიამოვნებით გადავიხდიდი.
მესმის, თუ ჩემი ხუმრობა არ მოგეწონათ, მაგრამ შეწყვიტეთ იმის მტკიცება, თითქოს ქეითს უპატივცემულოდ მოვექეცი. ასეთ რამეს არასდროს არ გავაკეთებ. თავად მასაც შეგიძლიათ ჰკითხოთ. ისიც ჩემთან ერთად ხუმრობდა. გთხოვთ, შეწყვიტოთ ისტორიების გამოგონება.
რაც შეეხება მბაპეს, მეც ფრანგი ვარ და ბუნებრივია, რომ ჩემს თანამემამულეს მხარს დავუჭერდი. კეინს კი პირადად ვუთხარი, რომ გამარჯვებას იმსახურებდა. მის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ შრომისმოყვარეობა დიდი ნიჭია. მე კეინიცა და იამალიც ძალიან მიყვარს. ქეითისთვის კი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. - ტიერი ანრი
Thierry Henry has posted a video regarding the criticism he received after co-hosting the Ballon d’Or ceremony with Kate Scott…
— george (@StokeyyG2) October 28, 2026
And it was the perfect response 👏🫡 pic.twitter.com/naeieljNfO