Belive

ანრი: ,,მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატი 16 გოლით და 16 ასისტით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, ,,პარი სენ ჟერმენის'' ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა:

,,პსჟ-ს ფანების არ მესმის. ლიგა 1-ის მოგებით მესი ამ გუნდის ისტორიაში შევიდა, მისი თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. მგონი, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი 16 გოლით და 16 პასით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს...

ობიექტური ვერ ვიქნები, როცა ლეოზე ვსაუბრობ, ის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარა,'' - განაცხადა ანრიმ.

მესიმ გუშინ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ფანებმა ლეოს ,,კლერმონთან'' მატჩში არაერთხელ დაუსტვინეს.

2022-2023 წლების სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები