Belive

ლამინ იამალი მესის ათნომრიან მაისურს ვერ მიიღებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტი ლამინ იამალი 10 ნომრიან მაისურს ვერ მიიღებს.

ლეო მესის წასვლის შემდეგ, კატალონიელთა ათიანი ანსუ ფატი იყო, რომელიც ახალ სეზონს იჯარის წესით "ბრაიტონში" გაატარებს. "ბარსელონა" მაისურის მფლობელის ვინაობის საკითხს მის ერთ-ერთ სპონსორთან Nike-სთან ათანხმებს. El Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ კლუბს 10 ნომრიანი მაისური ლამინ იამალისთვის ჰქონდა გამოყოფილი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მისი მფლობელი ახალგაზრდა ესპანელი არ გახდება. მათი თქმით, 10 ნომრიან მაისურს ვიქტორ როკე მოირგებს, რომელიც "ბარსელონამ" იანვარში "ატლეტიკო პარანაენსედან" შეიძინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" £25.7 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. 

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა და ესპანეთის მხრიდან ბოლო მე-7 გოლის გატანაც შეძლო. 

სხვა სტატიები