Belive

ანდრეს ინიესტა ვისელ კობეს ამ ზაფხულს დატოვებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ზაფხულში იაპონიას დატოვებს. ესპანელი ნახევარმცველი "ვისელ კობეს" 2018 წელს შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ინიესტამ იაპონურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, 39 წლის ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება უჭირდა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კლუბის დატოვება.

"მსურს ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ კიდევ შემწევს ამისა ძალა. მინდა ჩემი კარიერა მოედანზე თამაშით დავასრულო და იმედი მაქვს ასეც მოხდება. პირველი დღიდან აქ თავს კარგად ვგრძნობდი. ამდენი წლის შემდეგ, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ვცდილობდი, მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ამით ძალიან ვამაყობ." - განაცხადა ინიესტამ პრესკონფერენციაზე.

Capture-42

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გადასვლავმდე ინიესტა "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. მარავალწლიანი კატალონიური კარიერის შემდეგ, ესპანელმა ნახევარმცველმა 30 ტიტულის მოგება შეძლო. ანდრესმა "ვისელ კობესთან" ერთად იმპერატორისა და იაპონიის სუპერ თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები