Belive

"10 ნომრის პოზიცია ნელ-ნელა ქრება" - სესკ ფაბრეგასი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა თანამედროვე ფეხბურთზე ისაუბრა. ფაბრეგასმა განსაკუთრებული ყურადღება 10 ნომრის პოზიციაზე გაამახვილა.

10 ნომრის პოზიცია ნელ-ნელა ქრება. ისეთი ხარისხის ფეხბურთელები როგორებიც მესუთ იოზილი და ხამეს როდრიგესი არიან, მწვრთნელებს აღარ აინტერესებთ. მათ თამაშის ბედის შეცვლა ერთი შესანიშნავი გადაცემით შეუძლიათ, მაგრამ მწვრთნელებს ახლა უფრო სტაბილური სტრუქტურა აინტერესებთ. როცა კონტე "ჩელსიში" მოვიდა, მაშინ მივხვდი როგორი იყო თანამედროვე ფეხბურთი - ბევრი სირბილი, რობოტული ვარჯიშები და აუტანელი დატვირთვები. ამის დაჯერება მიჭირდა. ყოველთვის შემოქმედი მოთამაშე ვიყავი და ეს ჩემთვის ხელოვნებას ჰგავდა. - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ სესკმა სამწვრთნელო კარიერა ოფიციალურად დაიწყო. ის იტალიის სერია ბ-ს კლუბ "კომოს" გაწვრთნის. ესპანელი მთელი სეზონის განმავლობაში "კომოს" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა და სწავლობდა მთავარი მწვრთნელის საქმიანობას.

"კომო" ამჟამად სერია B-ში მე-6 ადგილს იკავებს, სადაც 12 მატჩში 21 ქულა აქვს.

სხვა სტატიები