ანჩელოტის პირველი არჩევანი - ბრაზილიის შემადგენლობა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
,,სელესაოს'' რიგებში ვერ მოხვდა ნეიმარი, რომელზეც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი მისი ახლადმოშუშებული ტრავმაა:
ნეიმარმა ტრავმა ახლახან მოიშუშა. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებაა. მას დღეს დილით ვესაუბრე, რათა ყველაფერი ამეხსნა და დამეთანხმა.
ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები - ალისონი, ბენტო, უგო სოუზა
მცველები - ალექს სანდრო, ალექსანდრო, ბერალდო, კარლოს აუგუსტო, დანილო, ლეო ორტისი, მარკინიოსი, ვანდერსონი, ვესლი
ნახევარმცველები - ანდრეას პერეირა, ანდრეი სანტოსი, ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, ედერსონი, გერსონი
თავდამსხმელები - ანტონი, ესტევეაო, გაბრიელ მარტინელი, მატიას კუნია, რაფინია, რიშარლისონი, ვინისიუს ჟუნიორი
ბრაზილიის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 14 ტურის შემდეგ 21 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა, 6 ივნისს ეკვადორს ესტუმრება, 11-ში კი პარაგვაის უმასპინძლებს.
TIME CONVOCADO! 🇧🇷
— CBF Futebol (@CBF_Futebol) May 26, 2025
O treinador da Seleção Brasileira, Carlo Ancelotti, anunciou nesta segunda-feira (26) a lista dos convocados para os jogos contra Equador e Paraguai, pelas Eliminatórias da Copa do Mundo 2026.
ISSO É BRASIL! 🇧🇷 pic.twitter.com/o2BuMvnnmq