ანჩელოტიმ ვინისიუსი დასაჯა | რეალმა პენალტების დამრტყმელი შეცვალა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca", რომელიც "სამეფო კლუბთან" ძალიან დაახლოებულია, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი ვინისიუსი აღარ იქნება და ამ როლს - კილიამ მბაპე შეასრულებს.
🚨| 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Mbappé est le PROCHAIN TIREUR de PENALTY du Real Madrid. Ancelotti l'a décidé. @jfelixdiaz ✅🇫🇷 pic.twitter.com/kD9zEyHj2b
— RMadrid actu 🇫🇷 (@RMadrid_actu) April 6, 2025
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 30-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსს პენალტი აუღო და ქართველი მეკარის ნამდვილი ბენეფისი ვიხილეთ.
ვინისიუსს კარიერაში 12 თერთმეტმეტრიანი აქვს შესრულებული, საიდანაც 8-ჯერ გოლის გატანა შეძლო, ხოლო 4-ჯერ გააფუჭა.