Belive

ანჩელოტი: ,,ვიცით, რომ ზოგიერთ ასპექტში სიტიზე უკეთესები ვიქნებით''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მენტალური მხარე ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოედანზე სიმამაცე და ხასიათი უნდა გამოვავლინოთ. მატჩისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად დავიხარჯებით! საინტერესო შეხვედრა გველის, ორივე გუნდი ძალიან მაღალი დონისაა.

ვიცით, რომ გარკვეულ ასპექტში მეტოქეზე უკეთესები ვიქნებით, ზოგიერთში კი - ვერა. ვერ ვიტყოდი, რომ ისეთივე მატჩი იქნება, როგორიც გასულ სეზონში იყო, რადგან ყველა თამაშს საკუთარი მახასიათებლები აქვს. ვნახოთ, რა მოხდება 180 წუთის შემდეგ.

შემადგენლობა? ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს, ყველაფერი ხვალ გადაწყდება...'' - კარლო ანჩელოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის ,,რეალი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები