Belive

ანჩელოტი ვინისიუსზე: ,,გარისკვას არ ვაპირებთ''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ატლეტიკოსთან'' მატჩის წინ, ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ვინისიუს ჟუნიორის მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,რისკი ნულის ტოლია. მაგრამ, თუ ვიფიქრებთ, რომ თუნდაც 1%-ით ვრისკავთ, ვინისიუსს არ ვათამაშებთ. მთავარია, რომ ის გამოჯანმრთელდა.

 

სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არაუშავს. ამ ყველაფერს მატჩამდე შევაფასებთ,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.

დღეს, ლა ლიგის მე-6 ტურში, ,,რეალი'' ,,ატლეტიკოს'' ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ვინისიუსი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, 25 აგვისტოს შემდეგ მადრიდული გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.

 

სხვა სტატიები