Belive

ნაკრებები, რომლებიც მუნდიალზე თავს ვერ გამოიჩენენ | GOAL-ის ვერსია

22 საათის წინ ფეხბურთი
4 წთ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რაც ახალმა ფორმატმა განაპირობა. მაგალითად, გაფართოებულ მუნდიალზე, სადაც 48 გუნდიდან 32 პლეი-ოფში გავა, იქნებიან ესენი გამოუცდელი გუნდები, რომლებსაც ჯგუფის 'სისუსტის' გამო არ გაუჭირდებათ პლეი-ოფში გასვლა თუ ისტორიული ფავორიტები, რომლებსაც, შესაძლოა, ჯგუფების დაძლევა არ გაუმარტივდეთ.

GOAL.COM-მა დაასახელა ის 5 ნაკრები, რომლებიგანაც წესით ბევრს უნდა ველოდოთ, თუმცა იმედს გაგვიცრუებენ (ამჟამინდელი ფორმის ან სხვა ფაქტორების გამო).

ეგვიპტე

ეგვიპტის თამაში მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მოჰამედ სალაჰის რომელ ვერსიას ვიხილავთ. ეგვიპტელი უკვე თვეებია იბრძვის ფორმაში დასაბრუნებლად. ის აღარ ჰგავს იმავე მოთამაშეს, ხოლო მოედნის გარეთ არსებულმა არეულობამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. თუ სალაჰი საკუთარ ქვეყანას ისე ვერ დაეხმარება, როგორც სჩვევია, ეგვიპტეს სხვა შემტევი იარაღი ფაქტობრივად არ აქვს. მათთვის ჯგუფის დაძლევა რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბედს არ უნდა უჩიოდნენ.

G ჯგუფში ეგვიპტესთან ერთად ბელგია, ირანი და ახალი ზელანდიაა.

ხორვატია

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხორვატები ნამდვილ საოცრებებს გვთავაზობდნენ. არავინ ელოდა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს გუნდი გავიდოდა და მას შემდეგაც, თითქმის ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე, ხორვატია თავს არ ირცხვენს. ტენდენცია, რომ ხორვატია 'ძლიერთა' შორისაა, ისევ გრძელდება - ეს ხორვატი მოთამაშეების ინდივიდუალური ხარისხით იყო განპირობებული, მაგრამ ახლა ისინი საკმაოდ 'მოხუცები' არიან. ლუკა მოდრიჩი, რომელიც ხორვატიის წარმატების არქიტექტორია, უკვე 40 წლისაა.

L ჯგუფში ხორვატიასთან ერთად ინგლისი, პანამა და განაა.

მექსიკა

მექსიკის ეროვნული ნაკრების სერიოზული პრობლემა მოლოდინია, რომელიც მათ გარშემო ტრიალებს (თან მასპინძელია). მექსიკა გიჟურ საფეხბურთო ერს წარმოადგენს და წლებია მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა არ ჰქონიათ. გასაკვირია, რომ ნიჭიერი მოთამაშეების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. რაულ ხიმენესი და ჩაკი ლოსანო წარსულის მოთამაშეები არიან - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გუნდში მაინც მოხვდნენ. ახალი მოთამაშეების პროფილი კი ცოტა ერთგვაროვანია. ხილბერტო მორა 17 წლისაა და ამ ეტაპზე ის ადამიანია, ვისაც გუნდის მხრებზე ტარება ელის - ამით ყველაფერი ნათქვამია.

A ჯგუფში მექსიკასთან იქნებიან სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა და იმ 4 ევროპული ნაკრებიდან ერთ-ერთი, რომელიც ჯერ კიდევ გასარკვევია.

ბრაზილია

კარლო ანჩელოტის ბრაზილია, იტალიელის მწვრთნელობის ექვსი თვის განმავლობაში არასდროს ყოფილა ბოლომდე დამაჯერებელი. რეალ მადრიდის ყოფილ მწვრთნელს აქ რთული სამუშაო დაეკისრა. მწვრთნელები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ფეხბურთელები კი ფორმის შენარჩუნებას ცდილობდნენ. როგორც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის შედეგი ასეთია: სამი მოგება, ერთი ფრე, ერთი წაგება, ერთი გაშვებული გოლი - მაგრამ მხოლოდ ცხრა გატანილი. ეს სრულიად საპირისპიროა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ბრაზილიური ფეხბურთი.

ვინისიუსი ცუდ ფორმაშია. რაფინიამ ვერ მიაღწია გასული წლის პიკს. დაცვაში კითხვის ნიშნებია. ნეიმარი სრული გამოცანაა. აქ წარმატების დანახვა ძნელია.

C ჯგუფში ბრაზილიას შეხვდებიან მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია.

ბელგია

ბელგიამ პიკს 2018 წელს მიაღწია და მას შემდეგ ყველაფერი დაღმართს ჰგავს. რა თქმა უნდა, გუნდში ჯერ კიდევ არის გარკვეული ხარისხი, მაგრამ ოქროს თაობიდან: კევინ დე ბრუინე, რომელუ ლუკაკუ, ტობი ალდერვეიველდი, იან ვერტონგენი, ტიბო კურტუა, ედენ აზარი და მუსა დემბელე - ყველა ან მოხუცია (ფეხბურთისთვის) ან პენსიაზეა გასული.

ჟერემი დოკუ ახალ თაობას ხელმძღვანელობს, მაგრამ ბელგიური რენესანსის ეპოქაში გაცემული ავანსები ვერ გამართლდა და ახლა კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენია.

სტატია მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით.

სხვა სტატიები