Belive

ანჩელოტი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის მეფეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლონდონის ,,ჩელსისთან'' მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდთან შეხვედრაში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს:

,,თავს კარგად ვგრძნობთ და როგორც ყოველთვის, მოტივირებულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვან ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. სრულყოფილ თამაშზე ვფიქრობთ. 90 წუთში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მზად ვიქნებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ნახევარფინალში თუ ისევ გავედით, ესე იგი, ბევრი ვიმუშავეთ.

აქ ნათელია თუ რა უნდა გავაკეთოთ - ყოველთვის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და მთელი ენერგიით ვიბრძოლოთ

ისტორია ამბობს, რომ ,,რეალი'' ამ ტურნირის მეფეა, ჩვენ კი ამ კლუბის მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მეფობს, თასი 14-ჯერ აქვს მოგებული, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მორიგი გამარჯვებით ჩვენი წვლილიც შევიტანოთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს ,,რეალის'' ვებგვერდი ციტირებს.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ჩელსი'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები