Belive

ანჩელოტი: ,,ორიენტირებული ბაიერნისა და არსენალის მატჩებზე ვართ და არა ბუნდესლიგის სეზონზე''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ,,რეკორდმაისტერს'' დიდ პატივს სცემს:

წარსული წარსულია... ეს ნახევარფინალია და ვეთამაშებით მეტოქეს, რომელსაც იარაღი, ხარისხი და ძალა არ აკლია. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ! ჩვენი მიზანი კვლავ მომდევნო ეტაზე გასვლაა.

ბაიერნს დიდ პატივს ვცემთ. მათ არსენალის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშეს და ორიენტირებული სწორედ ამ მატჩებზე ვართ და არა ბუნდესლიგის სეზონზე. აუცილებელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი დიდი ისტორია გავითვალისწინოთ.

ტუხელის პროგნოზი გნაბრის შესახებ? გნაბრის გოლების გატანის უნარი აქვს, ისევე როგორც მუსიალას, კეინსა და სანეს. ვინისიუსს უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე მენდის... ეს სტატისტიკაა! ჩვენ ბაიერნის თავდამსხმელებს პატივს ვცემთ, მათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.'' - კარლო ანჩელოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მიუნხენის ,,ბაიერნი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები