Belive

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობაზე: ,,ეს ჭორებია''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გავრცელებული ინფორმაცია მისი ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო მუშაობაზე უარყო:

,,ეს ყველაფერი უბრალოდ ჭორია...

ახლა მე რეალში ძალიან ბედნიერი ვარ.'' - კარლო ანჩელოტი

რამდენიმე თვის წინ, ბრაზილიურ მედიაში დაიწერა, რომ მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

Globo-ს ცნობით, 64 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგეშს, ესპანეთში ორჯერ შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანჩელოტი ,,სელესაოს'' 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარებს.

იტალიელმა ინფორმაცია ადრეც უარყო და თქვა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელთან არასდროს უსაუბრია.

სხვა სტატიები