Belive

ანჩელოტი ატლეტიკოსთან შეხვედრაზე: ,,ეს მატჩი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა დერბი იყო''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ატლეტიკოსთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ეს მატჩი უფრო რთული იქნება, ვიდრე სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა იყო, რადგან ატლეტიკო საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. ყველა მატჩი განსხვავებულია, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ წინა დერბი ფსიქოლოგიურ უპირატესობას გვაძლევს.

თამაში ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს, ჩვენ ვართ გუნდები, რომლებსაც ამ ტურნირის მოგება შეუძლიათ, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

მაწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ საპატიო დერეფანი არ იქნება? მე ყველა კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მოვიქცეოდით თუ არა ჩვენ სხვანაირად? როცა მსგავსი სიტუაციის წინაშე დავდგებით, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.'' - კარლო ანჩელოტი

დღეს, კოპა დელ რეის მერვედფინალში, ,,ატლეტიკო'' ,,რეალს'' უმასპინძლებს, მატჩი 00:30 საათზე დაიწყება.

გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალშიც ითამაშეს, სადაც ,,სამეფო კლუბმა'' მეტოქეს დამატებით დროში მოუგო.

სხვა სტატიები