Belive

ანჩელოტი ალ აჰლისთან მატჩზე: ,,თანაბარი და სანახაობრივი შეხვედრა გველის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ალ აჰლისთან'' გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს არის გუნდი დიდი ისტორიით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ფეხბურთში. მათ ბევრი ტიტული მოიპოვეს და ამ ტურნირში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. თანაბარი და კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება. მათ ამ ტიტულის მოგების ისეთივე სურვილი აქვთ, როგორიც ჩვენ. დიდ პატივს ვცემთ კლუბს, რომელსაც აფრიკულ ფეხბურთში ასეთი ისტორია აქვს.

სტადიონი გაივსება და შეხვედრა სანახაობრივი იქნება. ვფიქრობ, მაროკოში ,,რეალს'' ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ისინი ჩვენი თამაშით ისიამოვნებენ,'' - ანჩელოტის სიტყვებს ,,რეალის'' ვებგვერდი ციტირებს.

დღეს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში, ,,რეალი'' ,,ალ აჰლის'' შეხვდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

გუშინ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ალ ჰილალმა'' ,,ფლამენგოს'' 3:2 მოუგო და ფინალში გავიდა.

სხვა სტატიები