Belive

ალ იტიჰადმა სერხიო რამოსს კონტრაქტი შესთავაზა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ იტიჰადი'' სერხიო რამოსის გადაბირებაზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

არაბულმა გუნდმა ესპანელ მცველს 2,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. დათანხმების შემთხვევაში, რამოსის ანაზღაურება ახალ კლუბში წელიწადში 15-20 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.

37 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, გასული სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში'' გაატარა და 45 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

,,ალ იტიჰადმა'' ზაფხულში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი უკვე გაიფორმა, მათ შორის კარიმ ბენზემა, ნ'გოლო კანტე და ფაბინიო არიან.

სხვა სტატიები