Belive

სერხიო რამოსმა ისკოს ყური აუწია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, სევილიურ დერბიში, "ბეტისმა" "სევილიას" ბენიტო ვილამარინზე უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა ისკოს პენალტით გახსნეს, სევილიამ კი შეხვედრის 57-ე წუთზე კიკე სალასის გოლით გაათანაბრა.

გათანაბრებიდან 1 წუთში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა ბეტისს კიდევ ერთი პენალტი დაუნიშნა, მცველთან ორთაბრძოლის დროს საჯარიმოში ისკო წაიქცა და მსაჯმა ჩათვალა, რომ მას სევილიელთა მცველისგან სახეში ხელი მოხვდა. ეპიზოდის გადამოწმებამდე, ისკოსთან "რეალში" მისი კაპიტანი და ყოფილი თანაგუნდელი, სერხიო რამოსი მივიდა და პატარა ბავშვივით, ყურის აწევით დასაჯა.

საბოლოო ჯამში, სერხიო რამოსი მართალი აღმოჩნდა და ისკო სიმულაციაში დადანაშაულდა. VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმა და მსაჯმა გააუქმა როგორც დანიშნული პენალტი, ასევე სევილიას მცველისთვის მიცემული ყვითელი ბარათი.

ამ მომენტისთვის, ბეტისი ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფება, რაც კონფერენს ლიგის ზონაში ადგილს ნიშნავს, თუმცა ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და მე-6 ადგილზე მყოფ "სოსიედადს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები