Belive

ალ ჰილალმა ყველაფერი მოაგვარა - დარვინ ნუნიესი საუდის არაბეთში ითამაშებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დარვინ ნუნიესის სანაცვლოდ ბრძოლაში ალ ჰილალი დაწინაურდა, მეტიც, როგორც ინგლისური ფეხბურთის, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა - დევიდ ორშტეინმა დაწერა, 26 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ალ ჰილალთან ყველაფერი შეათანხმა და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხოლოდ რამდენიმე საათია დარჩენილი.

ინგლისელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალ ჰილალი დარვინის სანაცვლოდ €53 მილიონს გადაიხდის, ამ ყველაფერს კი დაემატება სატრანსფერო ბონუსები, რომელიც 70 მილიონამდე ავა.

შეგახსენებთ, რომ დარვინ ნუნიესი ლივერპულს 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგის 95 შეხვედრაში, 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები