Belive

ალ ჰილალმა პსჟ-სთან ვერატის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველი, მარკო ვერატი ,,ალ ჰილალში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბულმა კლუბმა ,,პსჟ-სთან'' ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა.

,,ალ ჰილალი'' უშუალოდ იტალიელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

არაბებმა ზაფხულში უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმეს, მათ შორის კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში და მალკომი არიან.

ვერატიმ გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები