Belive

ალ ჰილალი მბაპეს სანაცვლოდ €300 მილიონს იხდის!

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ ჰილალი" მზადაა კილიან მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად ფრანგ ვარსკვლავს კი 1-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 700 მილიონი ევრო შესთავაზოს. ავტორიტეტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ალ ჰილალმა" პარიზულ გრანდს ოფიციალური წიანდადებით მიმართა, რის შემდეგაც "პარი სენ-ჟერმენმა", არაბულ კლუბს, მბაპესთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა. 

BBC-სა და The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მბაპე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევა და ნეიმარის ტრანსფერს დაჩრდილავს. ცნობისთვის, ნეიმარის სანაცვლოდ "პსჟ"-მ 200 მილიონი ევრო გადაიხადა. კილიან მბაპეს პარიზული მომავალი მას შემდეგ გახდა ბუნდოვანი, რაც კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და კლუბმა პრესეზონის ტურნეს განაცხადში არ შეიყვანა. 

ფრანგული პრესის ფურცლებზე გავრცელდა ის თეორიაც, რომ მბაპე "რეალს" უკვე შეუთანხმდა და მომავალ წელს მადრიდულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, "პსჟ" სუპერვარსკვლავის უსასყიდლოდ გაშვების ნაცვლად, 300 მილიონიან წინადადებას სიამოვნებით დათანხმდება. 

 

სხვა სტატიები