მბაპემ საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ფრედ, 1:1-ია.
45-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ისარგებლა კილიან მბაპემ, რომელსაც ეროვნულ გუნდში 52 გოლი (92 მატჩში) დაუგროვდა.
შედეგად, 26 წლის შემტევმა საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრის (51) გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ახლა კილიანი მხოლოდ ოლივიე ჟირუს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 57 გოლია.
Mbappe passes Thierry Henry for the second most all-time goals for France.
— ESPN FC (@ESPNFC) September 9, 2025
He also did it in 33 fewer appearances 😳 pic.twitter.com/yuCsGfo2nI