Belive

ალ არაბიმ ვერატის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარული კლუბი "ალ არაბის" მარკო ვერატის დამატება სურს. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, მოლაპარაკებები როგორც კლუბთან, ასევე ფეხბურთელთანაც მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ იტალიელ ნახევარმცველს "ალ იტიჰადთან" პერსონალური პირობები შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა, "პარი სენ-ჟერმენმა" არაბული კლუბის ორი შეთავაზება დაბლოკა. 

თუ საქმეში დიდი ევროპული კლუბები არ ჩაერთვებიან, ვერატი დიდი ალბათობით "ალ არაბის" ფეხბურთელი გახდება.

სხვა სტატიები