Belive

ალ აჰლის შეთავაზების მიუხედავად, მოდრიჩს რეალში დარჩენა სურს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი მომავალ სეზონში კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ალ აჰლის' 'შეთავაზების მიუხედავად, ხორვატს ,,სამეფო გუნდში'' სურს დარჩენა. არაბული კლუბი მზადაა, 37 წლის ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 80 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როგორც მარკა წერს, თავად მოდრიჩს კარიერის დასრულება ,,რეალში'' აქვს გადაწყვეტილი და უკვე გუნდთან ახალი კონტრაქტიც გაფორმებული აქვს.

გასულ სეზონში ხორვატმა მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები