Belive

აკლიუშეს პარი სენ-ჟერმენში თამაში სურს

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანიე აკლიუშემ ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისი მთავარი სურვილი ამ ზაფხულში პარი სენ-ჟერმენში გადასვლაა.

პარიზული კლუბი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მონაკოსთან დაახლოებით 60 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერზე. საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მეტად დარწმუნებულია, რომ მონაკოსთან შეთანხმებას მიაღწევს.

23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 2025/26 სეზონში მონაკოს შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 43 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით ცენტრისკენ ინაცვლებს და საგოლე მომენტებს ქმნის როგორც საკუთარი დარტყმებით, ისე თანაგუნდელებისთვის. სწორედ ამ თვისებების გამო იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად ითვლება და მისით ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და პარი სენ-ჟერმენი ინტერესდებოდნენ. აკლიუშე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავურ შემადგენლობაშია და როგორც წესი მეორე ტაიმში შემოდის ხოლმე მოედანზე.