Belive

"ახლა ფეხზე უნდა წამოვდგეთ და წინსვლა გავაგრძელოთ" - გიორგი მამარდაშვილი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ვილიარეალთან" 1:0 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად გიორგი მამარდაშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მატჩის შემდეგ ქართველმა მეკარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

რთული თამაში იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ახლა სანაკრებო შესვენება გვაქვს. მატჩის მიმდინარეობისას დაგვეტყო, რომ ენერგია და ძალა გვაკლდა, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ. უფრო მეტად უნდა შეგვეტია და ბურთიც უფრო უნდა გაგვეკონტროლებინა, დღეს ეს იყო რაც გვაკლდა.

ბედნიერი ვარ ხოლმე იმ მომენტში როდესაც შემიძლია კარის მშრალად შენახვა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ახლა ჩვენ თითოეულ მატჩზე უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა ფეხზე უნდა წამოვდგეთ და წინსვლა გავაგრძელოთ. - გიორგი მამარდაშვილი

სხვა სტატიები