Belive

ახალმა ხელმძღვანელობამ ჩელსიდან პეტრ ჩეხიც გაუშვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ახალმა ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო და მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასაქმებული პირები გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც კლუბი გენერალურმა დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამ დატოვა, ახალი მმართველის პირობებში, "არისტოკრატებს" ასევე გუნდის ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხიც დაემშვიდობა, რომელიც ბოლოს კლუბის ტექნიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში "ჩელსიში" ამ როლის შესრულება დიდი პრივილეგია იყო. როდესაც კლუბი ახალ მფლობელობაშია, ვგრძნობ, რომ ახლა შესაფერისი დროა, რომ იგი დავტოვო. მოხარული ვარ, რომ კლუბი ახლა შესანიშნავ მდგომარეობაშია ახალ მფლობელებთან ერთად და დარწმუნებული ვარ მის მომავალ წარმატებებში, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ", -თქვა პეტრ ჩეხმა.
კლუბის ახალი მფლობელი, ტოდ ბოელი ჩეხის წასვლას ასე გამოეხმაურა: "პეტრი "ჩელსის" ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. ჩვენ გვესმის მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მადლობას ვუხდით მას, როგორც მრჩევლის წვლილისა და კლუბისა და ჩვენი საზოგადოების წინაშე მისი ერთგულებისთვის. მომავალში მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ ". ჩეხის მოვალეობებში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობისთვის სპორტულ საკითხებზე რჩევების მიცემა შედიოდა. ასევე ვეტერანი ვარსკვლავი საფეხბურთო აკადემიასა და მამაკაცთა მთავარ გუნდს შორის კომუნიკაციას აძლიერებდა.

სხვა სტატიები