Belive

ანჩელოტი: "ჩვენი მიზანი იყო მომავალი მატჩის წინ უპირატესობა მოგვეპოვებინა და ჩვენ ეს შევძელით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდში "რეალისა" და "ჩელსის" დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება კარლო ანჩელლოტის გუნდს დარჩა. სამეფო კლუბმა მეტოქე 2:0 დაამარცხა და მომავალი შეხვედრისთვის კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

მოგებული შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და იგივე გვჭირდება ლონდონშიც, რომ ნახევარფინალში გავიდეთ. ჩვენი მიზანი იყო მომავალი მატჩის წინ უპირატესობა მოგვეპოვებინა და ჩვენ ეს შევძელით. "ჩელსი" ძალიან კარგი გუნდია და იყო მომენტები, როცა ძალიან გვიჭირდა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მატჩზე კომენტარი გააკეთა ფრენკ ლამპარდმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი ლონდონში გადაწყდება.

"ვფიქრობ კარგი შანსები გვქონდა და შეგვეძლო გამოყენება, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" შეიძლება განსაკუთრებული რამ მოხდეს. "რეალი" ძლიერი გუნდია, თუმცა, საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს." - განაცხადა ლამპარდმა.

"ჩელსისა" და "რეალის" განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები