Belive

ახალი რეკორდი | უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე არსენალის 13 წლის ფეხბურთელმა ითამაშა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ახალგაზრდული ლიგის მე-5 ტურში ლონდონის არსენალმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის 86-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა მეთოფეთა ნახევარმცველი, ლუის მუნიოსი, რომელიც 13 წლის, 11 თვისა და 15 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც ამ ტურნირზე უთამაშია.

2011 წლის დეკემბერში დაბადებულმა მუნიოსმა ლინკოლ რედ იმპსის ნახევარმცველის, ლიამ პაიასის მიერ 2024 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - მაშინ პაიასმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 14 წლის ასაკში ითამაშა.

ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, არსენალმა დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულით სატურნირო ცხრილის 30-ე პოზიციაზეა. პირველ ადგილს 15 ქულით რეალი იკავებს, მეორეზე ჩელსია, მესამეზე კი - ბილბაო.

სხვა სტატიები